logo
ENG



იქნებ შეყვარებული ნახა, ვალდებული იყო ეთქვა? - ბრეგვაძის ადვოკატი თემქის ეპიზოდის შესახებ

17 ივლ 202017:23
3 წუთის საკითხავი
clock 1019
gah8299kmtnhuzd.jpg

გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმის ადვოკატი ირმა ჭკადუა ე.წ. თემქის ეპიზოდზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ამ თემაზე კითხვა არ დასმულა. 

ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე თავის ჩვენებაში ამბობდა, რომ მცხეთის ხიდებთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ სახლში წავიდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ის თემქაზე, იუბილარის (ანი გაბეჩავას) ნათესავების სახლში იმყოფებოდა. 

გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ იაკობ ბრეგვაძეს ფოტოები სამალავიდან არ გადაუღია, რაც ჭკადუას თქმით, ნიშნავს იმას, რომ დაპირისპირების ჩანაწერები არ არსებობს. 

ჭკადუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას სრული ინფორმაცია მიაწოდა და იყო ერთადერთი, ვინც პოლიციას დაუკავშირდა. 

"იაკობმა იქ გაიცნო ეს ადამიანები. სამალავიდან როცა ჩამოვიდა, არავინ აღარ იყო. შესაბამისად, მას ძებნა არ დაუწყია და იფიქრა, რომ ყველა გაიქცა, როგორც ის გაიქცა. კითხეს, მანქანიდან რომ ჩამოვიდა, სად წავიდა. შეიძლება შეყვარებულს შეხვდა, ვალდებული იყო თქვენთვის ან გამოძიებისთვის ეთქვა?! არაფერი არ ხდებოდა იქ, როცა პოლიცია მივიდა. 50 კაციდან ერთადერთი იყო, რომელმაც პოლიციაში დარეკა", - განაცხადა ჭკადუამ. 

ამასთან, ადვოკატი სახალხო დამცველს მიმართავს, რომ იაკობ ბრეგვაძის საქმით დაინტერესდეს. 

"თქვენ რომ ნახოთ, მას რა მესიჯებს წერენ, არ იცით, რეალურად რა ხდება. არ შეიძლება, ადამიანებს  სუს-ის აგენტობა ან მკვლელობა დააბრალონ. არ იცავენ მოწმეების უფლებებს", - ამბობს ჭკადუა. 

ცნობისთვის, ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვა საგამოძიებო ორგანოში დასრულდა. ფოტოგრაფის გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც ბრეგვაძის უფლებადამცველი ირმა ჭკადუა აცხადებს, გამოძიებამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის კამერა ამოიღო და მას ექსპერტიზა ჩაუტარდება. ჭკადუა ამბობს, რომ იაკობ ბრეგვაძის ბულინგი მიმდინარეობს. 

გამოკითხვის დასრულების შემდეგ მცირე კომენტარი თავად ბრეგვაძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ გამოძიებას არაფერს უმალავს

 


close დახურვა