logo
ENG



ილია, თუ ჩემი გესმის, გთხოვ, დაბრუნდი. ძალიან მიყვარხარ - დაკარგული მოზარდის დედის მიმართვა

26 ივლ 202020:01
3 წუთის საკითხავი
clock 2769

სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის მოზარდის დედა, ქსენია ფილფანი, შვილს მიმართავს და დაბრუნებას სთხოვს. 

ის დუბაიდან გუშინ დაბრუნდა და ახლა კარანტინშია, საიდანაც პირველი ინტერვიუ „დროებას“ მისცა. დედა თავის მიმართვაში ამბობს, რომ შვილი ძალიან უყვარს და მის წასაყვანად ჩამოვიდა საქართველოში. 

"ილია, თუ ჩემი გესმის, გთხოვ, დაბრუნდი. შენთან ჩამოვედი, შენ წასაყვანად. ძალიან მიყვარხარ. გთხოვ დაბრუნდი", - განაცხადა ქსენია ფილფანმა "დროების" ეთერში. 

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. მას უკვე მე-9 დღეა ეძებენ. მოზარდის სამძებრო სამუშაოებში 80-მდე მაშველი და დრონია ჩართული. 

მას, სვანეთის გარდა, ანაკლიაში, ბათუმსა და ურეკშიც ეძებენ.  


close დახურვა