logo

ვაშაძე: მე გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი

clock 0 clock 1197 clock 30 ივლ 202022:01

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდება.

როგორც ვაშაძემ "ფორმულას" გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა" განაცხადა, მის გუნდს კონკრეტული გეგმა და სტრატეგია აქვს გაწერილი, როგორ ამოიყვანოს ქვეყანა სიღარიბიდან.

"ჩვენ გეგმისა და სტრატეგიის გარეშე არაფერს ვაკეთებთ. ის, რაც დღეს ვთქვი, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მე გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირდაპირ ვამბობ, იმიტომ, რომ ჩემი მთავარი მიზანია, არც ერთი მშიერი ბავშვი არ იყოს ქვეყანაში და არავის არ უწევდეს ნაგავსაყრელზე საჭმლის პოვნა და ამისთვის გავაკეთეთ ჩვენ "სტრატეგია აღმაშენებელი", ამისთვის გავწერეთ უამრავი გეგმა და სტრატეგია", - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველოში კოალიციური მთავრობა იქნება. მისივე თქმით, ის ყველა პროდასავლურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის მზად არის და არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სხვა პარტიებმა პრემიერის პოსტზე მას მხარი დაუჭირონ.

ცნობისთვის, "სტრატეგია აღმაშენებელმა" დღეს საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო და პრემიერობის კანდიდატად ვაშაძე დაასახელა.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა