logo

დოლიძე დიღმის მასივზე: იქიდან შეიძლება, პოსტინდუსტრიული სამოთხე გამოვიდეს

clock 0 clock 721 clock 31 ივლ 202009:53
qvqx2zrm7u0w2r1.jpg

სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" დამფუძნებელი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე აცხადებს, რომ დიღმის მასივიდან შეიძლება პოსტინდუსტრიული სამოთხე გამოვიდეს.

დოლიძის თქმით, მან ძალიან კარგად იცის დიღმის მასივის სოციალური სამყარო, მისი თვითმყოფადობა. 

„მე დიდუბის რაიონში ვცხოვრობდი, დიღმის მასივში, მეთერთმეტე სართულზე. ბავშვობა მაქვს გატარებული, უშუქობაში მეთერთმეტე სართულზე იქით-აქეთ სიარულში. ძალიან კარგად ვიცი დიღმის მასივის სოციალური სამყარო, მისი თვითმყოფადობა.

დიღმის ტყე-პარკში დავდიოდი, ვვარჯიშობდი, დავრბოდი. ორგანულად ვიცნობ ამ უბანს და პლუს ამისა, ვიცი რამხელა პოტენციალი აქვს, მართლაც პოსტინდუსტრიული სამოთხე შეიძლება იქიდან გამოვიდეს, რის საშუალებასაც არ გვაძლევს ეს ხელისუფლება“, - განაცხადა დოლიძემ. 

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობისთვის ანა დოლიძის გარდა მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იბრძოლებს. 


ასევე წაიკითხეთ
close დახურვა