logo

ელისაშვილი: რომ არა სერგეენკო, საბურთალოზე არ დავდგებოდი, მდინარაძეზე ხელს არ გავისვრიდი

clock 0 clock 247 clock 31 ივლ 202023:55
ninjcplh9m1oicq.jpg

პოლიტიკური გაერთიანება „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ საბურთალოზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით სერგეენკო რომ არ დაესახელებინა, ის ამ რაიონში კენჭს არ იყრიდა.

ელისაშვილის თქმით, სერგეენკო მმართველ გუნდში ყველაზე ძლიერი ფიგურაა.

„არავის და არაფრის მეშინია. სერგეენკო რომ არ დამდგარიყო, მე საბურთალოზე არ დავდგებოდი. მამუკა მდინარაძესა და ვიღაცეებზე ხელის გასვრა არ მომინდებოდა, მაგრამ სერგეენკო რომ დადგა, მესიამოვნა. ყველაზე ძლიერი ფიგურა გამოიყვანეს, რადგან იცოდნენ, რომ შეიძლება, მე დავმდგარიყავი, თან ქართულ ოცნებაში ერთად აღებულს ყველას სჯობს, თორემ ვიღაც გია ვოლსკები და წარწყმედილები და ყოფილი ნაციონალები რომ არიან, იმათთან დადგომას არც ვიკადრებდი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.  წლევანდელი არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება - 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.   

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა