logo
ENG



მინსკში, კალვარისკის ქუჩაზე ასამდე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პირი გამოჩნდა

10 აგვ 202023:35
3 წუთის საკითხავი
clock 510
sq97ew0dayv1le8.jpg

ბელარუსული პორტალის, TuT.By-ს ინფორმაციით, მინსკში, კალვარისკის ქუჩაზე ასამდე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პირი გამოჩნდა, რომელთაც საბძოლო აღჭურვილობა აქვთ.

რამდენიმე ათეულმა სამართალდამცველმა კალვარისკის ხიდი გადაკეტა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეწყდა. 

ასევე გამოცემის ცნობით, ადგილზე სროლის ხმა ისმოდა.

TUT.BY-ს ინფორმაციით, აქციაზე გაზეთ  «Нашей Нiвы»-ს ჟურნალისტი, ნატალია ლუბნევსკაია დაშავდა. ჟურნალისტების ინფორმაციით, რეპორტიორი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ. მოქალაქეებსა და სამათალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ბელარუსში აქციის დროს 3 ათასი მოქალაქე დააკავეს, 89 ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.  

 


close დახურვა