logo
ENG



კარგ განწყობაზე იყო - ბაჩალიაშვილის ტელეფონში გაუჩინარების დღეს გადაღებული ფოტოები იპოვეს

13 აგვ 202017:14
3 წუთის საკითხავი
clock 1993
9vuoada1vpm6omi.jpg

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ფორმულასთან საუბრისას განაცხადა, რომ გარდაცვლილს გაუჩინარების დღეს რამდენიმე ფოტო აქვს გადაღებული.

რამიშვილის თქმით, ფოტოებზე არ ჩანს, რომ ბაჩალიაშვილს თვითმკვლელობის განწყობა ჰქონდა. 

"ძალიან კარგი განწყობა ჰქონდა, ძალიან კარგ ხასიათზე არის ბავშვი. სელფი არის გადაღებული. დილის 10:03:43 საათზე არის გადაღებული. გუშინ აღმოვაჩინეთ ფოტოები, თავის მობილურშია", - აცხადებს რამიშვილი.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვესბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.


close დახურვა