logo
ENG



ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს [ვიდეო]

20 აგვ 202013:23
3 წუთის საკითხავი
clock 2672

სამართალდამცველებმა ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი, ვახო ტაბიძე ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2001 წელს დაბადებულ ვ.ტ-ს 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურს ყაჩაღურად თავს დაესხა, ამავე სავალუტო ჯიხურის მფლობელს ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენა, თუმცა თანხის წაღება ვერ შეძლო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. 


close დახურვა