logo
ENG



საწყობიდან მიუსაფარი ცხოველებისთვის განკუთვნილი 20 ტომარა საკვები მოიპარეს

24 აგვ 202015:18
3 წუთის საკითხავი
clock 2830
საწყობიდან მიუსაფარი ცხოველებისთვის განკუთვნილი 20 ტომარა საკვები მოიპარეს

თბილისში მდებარე საწყობიდან მიუსაფარი ცხოველებისთვის განკუთვნილი 20 ტომარა საჭმელი მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნინია მაჭარაშვილმა გაავრცელა, რომელიც მეგობრებთან ერთად მიუსაფარი ცხოველებისთვის საჭმელს აგროვებს. 

როგორც მან "ფორმულას" უთხრა, კონკრეტულად ეს 20 ტომარა ძაღლის საჭმელი მეგობარმა მისცა და საწყობში ჰქონდათ შენახული. მაჭარაშვილი ამბობს, რომ საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე კამერები არ არის, ადგილიც საკმაოდ რთულად საპოვნელია, შესაბამისად, არ აქვს იმედი, რომ პოლიცია დამნაშავის პოვნას შეძლებს, თუმცა სამართალდამცველებისთვის მიმართვას მაინც გეგმავს. 


close დახურვა