logo

წყარო - საბოლოო დასკვნით ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად წამლით ინტოქსიკაცია სახელდება

03 სექ 202012:21
3 წუთის საკითხავი
clock 10 clock 3094

თამარ ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ოჯახის წევრებს და უფლებადამცველს უკვე გადაეცა, თუმცა დასკვნა საჯარო არ არის.

როგორც "ფორმულას" წყარომ უთხრა, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაში წერია, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტებით ინტოქსიკაციაა.

აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით არც პროკურატურას და არც ოჯახის ადვოკატს არ გაუსაჯაროებია. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ჯერჯერობით სრულად არ გასცნობია. 

თამარ ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში წერია, რომ გარდაცვლილის ორგანიზმიდან აღმოჩენილია წნევის წამლების კვალი.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.



close დახურვა