logo
ENG



თამაზაშვილი: იქნებ იძულებით აყიდინეს წამლები, თვითმკვლელობა არაა... სამართალი იზეიმებს

04 სექ 202019:24
3 წუთის საკითხავი
clock 1599
ubr4vy6fmifahcd.jpg

პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი სხვადასხვა აფთიაქში მედიკამენტებს ყიდულობს, გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის დედა ეხმიანება.

თეონა თამაზაშვილი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ამბობს, რომ შესაძლოა წამლები თამარს იძულების წესით აყიდინეს. 

მისივე თქმით, ის გამოძიებას არ ენდობა და ამბობს, რომ შესაძლოა პროკურატურამ ფედერალურ ბიუროს თვითმკვლელობის ვერსია დაუსახელა, რის შემდეგაც მათ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ჩართვაზე უარი განაცხადეს.

"არანაირი თვითმკვლელობა არაა. თვითმკვლელობას იძიებდნენ თვენახევარი? დამიდონ სატელიტების ჩანაწერები, იდგა თუ არა ის მანქანა იქ და რა წერილი მისწერა პროკურატურამ FBI-ს. იქნება სულაც მისწერეს, რომ თვითმკვლელობაა და იმიტომ არ ერთვება FBI. მაინტერესებს ფედერალური ბიუროს პასუხი.

დადონ ის ფლეშკები, რაშიც არის ყველაფრის პასუხი. ყიდულობს გასახდომ ჩაისაც და მედიკამენტებსაც, იქნება ვინმემ დაავალა და იძულების წესით იყიდა. არანაირი თვითმკვლელობა არაა, არ ვენდობი გამოძიებას და დადგება დღე, როცა სამართალი იზეიმებს",- აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატები. გამოძიებისვე ცნობით, მან ეს პრეპარატები თავად, სხვადასხვა აფთიაქში შეიძინა. პროკურატურამ აფთიაქში ბაჩალიაშვილის ყოფნის ვიდეოებიც გაასაჯაროვა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.


close დახურვა