logo

"არჩევნები საკვანძო იქნება მიღწევების დასადასტურებლად" - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

16 სექ 202021:42
3 წუთის საკითხავი
clock 6 clock 238
bpvir8wzbg8os8i.jpg

552 მომხრე, 61 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ.

რეზოლუცია 36 პუნქტისგან შედგება.

"ევროპარლამენტი აცხადებს, რომ თანამშრომლობის გაძლიერება და ევროკავშირის დახმარება პირობითია და დამოკიდებულია რეფორმების პროგრესზე. კერძოდ, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე, ინსტიტუტებს შორის ძალაუფლების გადანაწილებასა და კონტროლზე, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და საარჩევნო რეფორმაზე.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისგან, მედიის მფლობელთა წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებისგან და ასევე მოუწოდებს, გადადგას ნაბიჯები უცხოური და შიდა აქტორების მიერ დეზინფორმაციის აღსაკვეთად. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება საქართველოს დემოკრატიული მიღწევების დასადასტურებლად". - წერია რეზოლუციის მიღების შემდეგ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

ვრცლად ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ წაიკითხეთ აქ.



close დახურვა