logo

უგულავა: საბოლოო ჯამში თუ სისტემა არ არის ნორმალური, ყველა პოლიტიკოსი გააფრენს

17 სექ 202000:23
3 წუთის საკითხავი
clock 2 clock 154
r5i7otl408c88nb.jpg

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" იმყოფებოდა სტუმრად, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

უგულავას თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებაში "ევროპული საქართველო" მოვა, წარსულის შეცდომები აღარ იქნება განმეორებული, რადგან მმართველი ძალა ხალხის პრობლემებზე და მათ ინტერესებზე იქნება ორიენტირებული. 

"მიუხედავად იმისა, რომ ხელშესახები წინსვლა იყო ვარდების რევოლუციის შემდეგ სამეგრელოში, ამ წინსვლის ფონზე, მაინც იყო სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ წარსულის შეცდომები აღარ იქნება განმეორებული. ეს ადამიანების და პოლიტიკოსების კეთილ ნებაზე არ არის დამოკიდებული, რადგან საბოლოო ჯამში თუ სისტემა არ არის ნორმალური, ყველა პოლიტიკოსი გააფრენს. ძალაუფლებას ძალიან მაცდური ხიბლი აქვს.

პირველი ეს არის კოალიცია, რომელიც არის სწორედ ის წინაპირობა, რომ როდესაც მე სადღაც "გავუტევ" თქვენ დამაბალანსეთ და როდესაც თქვენ "გაუტევთ" მე დაგაბალანსებთ. ეს ბალანსი იწვევს იმას, რომ ჩვენ ვართ არა ერთ და ორ კაცზე დამოკიდებული, არამედ ხალხზე, მათ პრობლემებზე და ინტერესებზე ორიენტირებული",- განაცხადა გიგი უგულავამ.

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში გიგი უგულავაა. საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.



close დახურვა