logo
ENG



ციმბირში რელიგიური კულტის ლიდერი დააკავეს, რომელიც ამბობს, რომ ქრისტეს რეინკარნაციაა

22 სექ 202015:10
3 წუთის საკითხავი
clock 2152
2zzk19f2yrdxjxq.jpg

რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში საგამოძიებო კომიტეტმა მესიანური კულტის ლიდერი და მისი თანაშემწეები დააკავა. საგამოძიებო უწყების თქმით, კულტის ლიდერი მიმდევრების ფულსა და "ფსიქოლოგიურ მდგომარეობას" მათთვის ზიანის მიყენების მიზნით იყენებდა. 

შეიარაღებული ძალები "ბოლო აღთქმის" ეკლესიაში 22 სექტემბრის დილას შეცვივდნენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა კულტის ლიდერი ვისარიონი, 2 თანაშემწესთან ერთად ვერტმფრენში ჩასხეს და წაიყვანეს. 

სოციალურ ქსელ Twitter-ში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სამართალდამცველების ეკლესიაში შევარდნის მომენტი ჩანს. 

კულტის მიმდევრებს სჯერათ, რომ ვისარიონი ქრისტეს რეინკარნაციაა. რელიგიური კულტს, რომელიც 1990-იან წლებში "ეფ-ეს-ბეს" ყოფილმა თანამშრომელმა, სერგეი ტოროპმა (იგივე ვისარიონი) ჩამოაყალიბა, დღეის მდგომარეობით, 4 000-მდე მიმდევარი, იგივე "ვისარიონიტი" ჰყავს. კულტი 20-მდე აგრარულ რეგიონშია გაშლილი. ყველაზე გულმხურვალე მიმდევრები კულტის ლიდერთან ერთად სახრეთ ციმბირში, ერთ-ერთ გორაზე სახლობენ. კულტის წევრები გორას "განთიადის სამყოფელს" უწოდებენ.

"22 სექტემბრის დილას ადგილზე პოლიციის მანქანები, 50 ავტობუსი, სასწრაფოს მანქანა და სამედიცინო პერსონალი მოვიდა", - ჰყვება თვითმხილველი The Moscow Times-თან

საგამოძიებო კომიტეტი, სერგეი ტოროპს "ძალადობრივი რელიგიური დაჯგუფების" შექმნას ედავება, რომელიც თავის მიმდევრებს "სერიოზულ ზიანს" აყენებდა. 


close დახურვა