logo
ENG



იტალიური პრესის ცნობით, სუარესმა იტალიური ენის გამოცდა თაღლითური მეთოდით ჩააბარა

23 სექ 202013:02
3 წუთის საკითხავი
clock 605
ay6ztwi67sa9h6t.jpg

იტალიური პრესა იტყობინება, რომ ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა იტალიური ენის გამოცდა თაღლითური მეთოდით ჩააბარა. ამ ცნობების მიხედვით, მას საგამოცდო კითხვები წინასწარ მიაწოდეს.

ჯერჯერობით უცნობია, ეს ვინ გააკეთა, მაგრამ იტალიის საელჩოს კომისიამ მოკვლევა დაიწყო. საბოლოოდ, 33 წლის ფეხბურთელმა B1 დონის სერტიფიკატი მაინც აიღო, მაგრამ არაფერში აღარ სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაელს ტურინის იუვენტუსი ეპატიჟებოდა და იტალიური პასპორტის ასაღებად იტალიური ენის გამოცდის ჩაბარება სჭირდებოდა, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა, სუარესი მადრიდის ატლეტიკოში გადადის, ხოლო ბებერმა ქალბატონმა ალვარო მორატა შეიძინა.


close დახურვა