logo
ENG



ბაიერნი უეფას სუპერთასის გამარჯვებულია

25 სექ 202012:31
3 წუთის საკითხავი
clock 415
k2hnao9oigxrw7a.jpg

გუშინ, 24 სექტემბერს, უეფას სუპერთასისთვის ბრძოლაში, ერთმანეთს ბაიერნი და სევილია დაუპირსპირდნენ. "რეკორდმაისტერმა" მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა და დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო.

მატჩის მე-13 წუთზე ანდალუსიელებმა ანგარიში გახსნეს. თავი ოკამპოსმა პენალტით გამოიჩინა. მიუნხენელებმა ზეწოლა გაზარდეს და 34-ე წუთზე ლეონ გორეცკამ უძლიერესი დარტყმით ბონოს კარი აიღო.  მეორე ტაიმში უპირატესობა გერმანელთა მხარეს იყო, "სევილიამ" კი საკუთარი თამაში კონტრ-შეტევებზე ააგო.

გუნდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი გაცვალეს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 87-ე წუთზე ენ ნესირი, მანუელ ნოიერთან პირისპირ დარჩა და ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. დამატებითი ტაიმებიც ბაიერნის უპირატესობით წარიმართა, ხავი მარტინესმა გადამწყვეტი ბურთი გაიტანა და ბაიერნს სუპერთასი 2013 წლის შემდეგ პირველად მოაგებინა. 


close დახურვა