logo
ENG



ნიკა ამაშუკელი "შემოდგომის ერთა თასის" ორ მატჩში იმსაჯებს

25 სექ 202012:41
3 წუთის საკითხავი
clock 825
z8wkh6fvaqbwt0x.jpg

2019 წლის საქართველოს საუკეთესო რეფერი ნიკა ამაშუკელი, “შემოდგომის ერთა თასის“ ორ მატჩში იმსაჯებს. ამ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირის პრეს-სამსახური ავრცელებს. როგორც ირკვევა, ამაშუკელი 22 ნოემბერს “მარიფილდზე“, შოტლანდიისა და საფრანგეთის შეხვედრაში უეინ ბარნსის თანამსაჯი იქნება, ხოლო 28 ნოემბერს, იმავე სტადიონზე, შოტლანდიისა და ფიჯის მატჩში ენდრიუ ბრისს დაეხმარება. 

შეგახსენებთ, რომ ამაშუკელმა 2019/2020 წლების სეზონის ჩელენჯ ქაფზე ჯგუფური ეტაპის ექვსი მატჩიდან ხუთი იმსაჯა. ასევე ის იყო რეფერი 2020 წლის 20-წლამდელთა ექვსი ერის ორ შეხვედრაში: საფრანგეთი – ინგლისი და ირლანდია – უელსი, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთის და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების მატჩში და პრო 14-ში ირლანდიური მანსთერისა და სამხრეთ აფრიკული კინგსის თამაშზე. პრო დე2-ში  დებიუტში კი ხელი COVID-19-ის პანდემიამ შეუშალა.


close დახურვა