logo
ENG



NBA-ს ფინალში მაიამი ჰიტი ლოს-ანჯელეს ლეიკერსს შეხვდება

28 სექ 202012:41
3 წუთის საკითხავი
clock 802
s3avshvwazddlfu.jpg

გამთენიისას NBA-ს ფინალის მონაწილე მეორე გუნდის ვინაობაც გაირკვა. მაიამი ჰიტმა სერიის მეექვსე შეხვედრაში ბოსტონი 125-113 დაამარცხა და 2014 წლის შემდეგ, ფინალის საგზური პირველად მოიპოვა.

ერიკ სპოელსტრას მომზადებულ გუნდში საუკეთესო ბემ ადებაიო იყო, რომელმაც ჩაგდებული წინა თამაშის შემდეგ კარგი სტატისტიკა დააფიქსირა და საკუთარ გუნდს 32 ქულა, 14 მოხსნა და 5 შედეგიანი  გადაცემა მოუტანა.

ტრადიციულად კარგი თამაში აჩვენა ჯიმი ბატლერმა, ფლორიდელთა ლიდერმა 22 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. NBA-ს ფინალში მაიამი ჰიტი ლოს-ანჯელეს ლეიკერსს შეხვდება.


close დახურვა