logo

ანგელა მერკელმა ალექსეი ნავალნი შარიტეს კლინიკაში მოინახულა

28 სექ 202017:18
3 წუთის საკითხავი
clock 7 clock 153
s1u3f2owz72taac.jpeg

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას Der Spiegel ავრცელებს. 

მოგვიანებით ამის შესახებ თავად ნავალნიმაც დაწერა. ოპოზიციონერის თქმით, შეხვედრა შედგა, თუმცა ის გასაიდუმლოებული არ იყო. 

"მადლიერი ვარ კანცლერ მერკელის, რომ საავადმყოფოში მომინახულა",- წერს ნავალნი. 

კანცლერის სპიკერის, შტეფან ზაიბერტოს განმარტებით, ეს იყო პირადი ვიზიტი ალექსეი ნავალნისთან.

ნავალნი​ გასულ თვეში მოწამლეს, ის კომაში იყო. გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტით, ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. იმავე ქიმიური აგენტით მოწამლეს 2018 წელს ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. მაშინ, ყოფილ ჯაშუშზე თავდასხმაში ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთი დაადანაშაულა.

კრემლი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით გერმანიასთან პირდაპირი დიალოგის ინიციატივით გამოდის, თუმცა რუსი ოპოზიციონერის მოწამვლის ფაქტზე გამოძიების დაწყებაზე ამ დრომდე უარს აცხადებს. 4 სექტემბერს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბერლინის საავადმყოფოს ექიმებისგან განსხვავებით, ომსკის ჰოსპიტალის ექიმები, სადაც ნავალნი თავდაპირველად გადაიყვანეს, ბევრად გამჭვირვალედ მუშაობდნენ.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის და შვედეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნი "ნოვიჩოკითაა" მოწამლული. 



close დახურვა