logo
ENG



დინამო 1:6 წაგებაზე: კლუბს მართავენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები

28 სექ 202020:46
3 წუთის საკითხავი
clock 1158
betb3wjxa6ti507.jpg

საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამო ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში ფარებების კუნძულების კლუბ, კლასვიკთან 6:1 წაგებულ მატჩს განცხადებით ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები.

განცხადებაში კლუბი გულშემატკივარს დიდი ანგარიშით მარცხისთვის ბოდიშს უხდის.

"გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ დინამო თბილისის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას. რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და დინამოს ბავშთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას. ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვათვითცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან განცხადებაში წერია, რომ არასწორია ამ მარცხის განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე.


close დახურვა