logo
ENG



მინისტრი: უკანონო ბორდერიზაცია პანდემიის პერიოდშიც გრძელდებოდა და ის 14 ქართულ სოფელს შეეხო

14 ოქტ 202018:19
3 წუთის საკითხავი
clock 777
ga6lqwl42syt1nh.jpeg

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის თქმით, უკანონო ბორდერიზაცია საოკუპაციო რეჟიმმა პანდემიის პერიოდშიც განახორციელა. ბორდერიზაცია 14 ქართულ სოფელს შეეხო. 

"საუბედუროდ, მოხდა ოკუპაცია და არსებობს საოკუპაციო ხაზი. რასაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს, ეს არის ამ ხაზის გასწვრივ ბარიერების აღმართვა. ეს მიმართულია იქეთკენ, რომ გამოიწვიოს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, შეაფერხოს განვითარების პროცესი და შექმნას გამოწვევები უსაფრთხოების მხრივ.

2008 წლის ომის დროს 100-ზე მეტი სოფელი დაზარალდა. ბორდერიზაცია განხორციელდა პანდემიის დროს და დაახლოებით 14 სოფელს შეეხო. რაც შეეხება ამ მახინჯი მავთულხლართების სიგრძეს, ცხინვალის რეგიონში ის 52 კილომეტრს შეადგენს, აფხაზეთის რეგიონებში - 49 კილომეტრს. მავთულხლართების მიღმა არსებობს ე.წ. ხნულები, საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები, რაც ასევე ბორდერიზაციის ნაწილია", - განაცხადა ახვლედიანმა პალიტრანიუსის ეთერში. 

 


close დახურვა