logo
ENG



127-მდე გაიზარდა ფოთის სამკერვალო ფაბრიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი

15 ოქტ 202015:52
3 წუთის საკითხავი
clock 1430
127-მდე გაიზარდა ფოთის სამკერვალო ფაბრიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი

ფოთის სამკერვალო ფაბრიკაში კორონავირუსით ინფიცირებულ თანამშრომელთა რიცხვი 127-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ფორმულას გურიის ჯანდაცვის ცენტრში უთხრეს.

10-ვე ახალი ინფიცირებული ოზურგეთში მცხოვრებია. 

გუშინ, 14 ოქტომბერს კორონავირუსი ფაბრიკის 56 თანამშრომელს დაუდასტურდა, საღამოსთვის კი ეს რიცხვი 116-მდე გაიზარდა. დღეს დილისთვის ვირუსი კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 367 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 113 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა