logo
ENG



ოკუპირებულ აფხაზეთში ამბობენ, რომ ბანკზე თავდამსხმელს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს

22 ოქტ 202021:33
3 წუთის საკითხავი
clock 1153
ოკუპირებულ აფხაზეთში ამბობენ, რომ ბანკზე თავდამსხმელს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს

თავდამსხმელს, რომელმაც გუშინ ზუგდიდში საქართველოს ბანკში 43 ადამიანი მძევლად აიყვანა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის ხელმძღვანელმა რუსტამ ლატიპოვმა განაცხადა. 

ინფორმაციას Sputnik Abkhazia ავრცელებს. 

მანამდე ლატიპოვმა განაცხადა, რომ მიიღეს ყველა საჭირო ზომა, რათა დამნაშავე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არ გადავიდეს.

გარდა ამისა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ თავდამსხმელის დაკავების შემთხვევაში, მას ქართულ მხარეს გადასცემენ.

ზუგდიდში მდებარე საქართველოს ბანკში გუშინ, 21 ოქტომბერს მძარცველი შეიჭრა. მან მძევლები აიყვანა და 500 000 დოლარს ითხოვდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ის ბანკიდან სამ მძევალთან ერთად წავიდა, მოგვიანებით ისინი გაათავისუფლა და ფულთან ერთად გაიქცა. შსს-ში ამბობენ, რომ მისი სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გარდა ამისა, არსებობს ორი ვერსია თუ სად შეიძლება იმყოფებოდეს თავდამსხმელი. ერთ-ერთი ვერსიით შესაძლოა, რომ ის ოკუპირებულ აფხაზეთში გადავიდა, ხოლო მეორე ვერსიით კოდორში. 

 


close დახურვა