logo
ENG



ცრემლმდენი გაზი და დაკავებული ჟურნალისტები - რა ხდება ბელარუსში საპროტესტო აქციაზე [ვიდეო]

25 ოქტ 202018:16
3 წუთის საკითხავი
clock 599
0r04ufs3jrsblym.jpg

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები უკვე თვეზე მეტია გრძელდება. მორიგი საპროტესტო მარში როგორც ქვეყნის დედაქალაქ მინსკში, ასევე სხვა დიდ ქალაქებშიც მიმდინარეობს. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციებში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობს. 

მინსკის ცენტრში სპეცდანიშნულების რაზმი და ტექნიკაა მობილიზებული. სხვადასხვა გამოცემები ასევე წყლის ჭავლის მანქანის გამოყენებაზეც წერენ. რაც შეეხება ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროშ, უწყებაში აცხადებენ, რომ აქციაზე ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. 

TUT.BY-ის ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის ერთ-ერთი გამოცემა Belsat-ის წარმომადგენელია. მხოლოდ ქალაქ ბრესტში 12 ადამიანის დაკავების შესახებ ვრცელდება ცნობები. 

მოქალაქეები ბრუტალურ დაკავებებზე საუბრობენ და ფაქტის ამსახველ ვიდეომასალებსაც ავრცელებენ. 

ცნობისთვის, ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები უკვე 1 თვეზე მეტია გრძელდება. მომიტინგეები მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ვითარება მინსკში 9 სექტემბრის მერე დაიძაბა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში, ცესკო-ს მონაცემებით, ლუკაშენკომ გაიმარჯვა. თავის მხრივ, ევროპა ბელარუსის ხელისუფლების წევრებისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობს. 

 


close დახურვა