logo
ENG



კობახიძე აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების მატებას ენმ-ის "დივერსიულ აქტს" უკავშირებს

26 ოქტ 202012:24
3 წუთის საკითხავი
clock 2261
კობახიძე აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების მატებას ენმ-ის "დივერსიულ აქტს" უკავშირებს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების მომატებას ნაციონალური მოძრაობის "დივერსიულ აქტს" უკავშირებს.

კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტია ვირუსის მიზანმიმართულად გავრცელებაში დაადანაშაულა.

"ბათუმში რაც მოხდა, ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს დივერსიული აქტი, მით უმეტეს, რომ შედეგები არის სახეზე. დღეები რომ გადავთვალოთ, პირდაპირ ემთხვევა აქციასა და ვირუსის გავრცელებას შორის ვადები, შესაბამისად, ეს არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის ქმედება, ეს იყო შეგნებული დივერსიული აქტი, მიზანი იყო პანდემიის გავრცელება. მათ იმედი აქვთ, რომ მათ მიერვე გავრცელებული პანდემია რაღაცნაირად აისახება არჩევნების შედეგებზე. რაც მოხდა ბათუმში, გრძელდება სხვა რეგიონებში, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მათთვის ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არაფერს ნიშნავს", - თქვა კობახიძემ.

ბათუმში ნაციონალური მოძრაობის აქცია 17 ოქტომბერს გაიმართა. ამ დღეს აჭარაში კორონავირუსის 226 შემთხვევა დადასტურდა, დღეს - 296.


close დახურვა