logo
ENG



ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო - 100-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია (ვიდეო)

26 ოქტ 202018:06
3 წუთის საკითხავი
clock 657
lem1n6wu40isnco.png

ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, - ამის შესახებ Meduza.io იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, საყოველთაო გაფიცვის დაწყების შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა. შესაბამისი განცხადება პოლიტიკოსმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ბელარუსის ხელისუფლებამ მოსახლეობის "ულტიმატუმი არ შეასრულა".

მედიის ცნობით, გაფიცვას შეუერთდნენ სახელმწიფო საწარმოებიც. მათი თანამშრომლები ან საერტოდ არ გავიდნენ სამსახურში ან საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს საწარმოების მიმდებარე ტერიტორიებზე. 

გარდა ამისა, გაფიცვას შეუერთდნენ სტუდენტებიც, რომლებმაც საპროტესტო მარში მოაწყეს. აქციის დროს სპეცრაზმმა რამდენიმე ადამიანი დააკავა. გაფიცვაში მონაწილეობენ კერძო კომპანიების თანამშრომლებიც. 

ადგილობრივი მედია წერს, რომ სულ გაფიცვის გამოცხადების შემდეგ მილიციამ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა.  


close დახურვა