დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი, კირიონ ონიანი კორონავირუსით დაინფიცირდა.
ის ფორმულას ზარებს არ პასუხობს, რუსთავი 2-ს კი ეს ინფორმაცია დაუდასტურა.
არქიმანდრიტ კირიონის თქმით, ჰქონდა მხოლოდ ტემპერატურა - 38 გრადუსი, სხვა სიმპტომები კი არა. თუმცა, გაიკეთა ტესტი, რომელზე პასუხიც დადებითი აღმოჩნდა.
მისივე განცხადებით, სიმპატომის გამოვლენის შემდეგ მონასტერში არ ყოფილა.
არქიმანდრიტი კირიონი კარტოგრაფების საქმეში დავით გარეჯთან საზღვრის დამცველი კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ პროკურატურის მთავარი მოწმეა.