logo
ENG



გახარია: მივიდეთ არჩევნებზე

28 ოქტ 202011:09
3 წუთის საკითხავი
clock 762

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მოსახლეობას მოუწოდებს, 31 ოქტომბერს არჩევნებზე წავიდნენ.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თითოეულ საარჩევნო უბანზე ყველა წესი დაცული იქნება.

"მთავრობამ და კომისიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არჩევნების უფლება თითოეული ჩვენი მოქალაქის სრულად იყოს აღსრულებული და რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ყველას შეგვიძლია, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდოთ, მივიდეთ არჩევნებზე. პანდემია გადაივლის, პანდემიას დავამარცხებთ, თუმცა დემოკრატიული არჩევნების დროს გაკეთებული არჩევანი არის საფუძველი მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების.

ყველა წესი, რომელიც იყო აუცილებელი და რეკომენდებული ეპიდემიოლოგებისა და ექიმების მიერ, თითოელ საარჩევნო უბანზე იქნება დაცული და მე თითოეულ ჩვენ მოქალაქეს მინდა ვუთხრა, რომ ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ვიზიტი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა", - განაცხადა გახარიამ.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

 


close დახურვა