logo
ENG



გომელაური ჟურნალისტს: მინდა ბათუმში წავალ, მინდა სამცხეში, არ გაბარებთ "აჩოტებს"

28 ოქტ 202013:49
3 წუთის საკითხავი
clock 1840
21venvqauvcjbxx.png

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმშია, თუმცა უცნობია მისი აჭარაში ვიზიტის მიზეზი. მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უკავშირდება მისი იქ ჩასვლა, ვახტანგ გომელაური პასუხობს, რომ მას "აჩოტებს" არ ჩააბარებს. 

"მინდა ბათუმში წავალ, მინდა სამცხეში, მინდა კახეთში, შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ. თქვენ არ გაბარებთ აჩოტებს, მე სად ვივლი, უკაცრავად", - უთხრა მინისტრმა ჟურნალისტს. 

ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ძიება მე-7 დღეა გრძელდება. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გუშინ, 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძებნა, შესაძლოა, 1 თვესაც გაგრძელდეს, თუმცა მისივე თქმით, ეს არანაირი პრობლემა არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 ოქტომბერს დაადასტურა, რომ 31 წლის ბადრი ესებუაა თავდამსხმელი, რომელიც ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალს თავს შეიარაღებულად დაესხა, მძევლები აიყვანა, მოლაპარაკებების შემდეგ კი 500 000 აშშ დოლარი გაიტაცა და მიიმალა. გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს


close დახურვა