logo
ENG



სამადაშვილი: ხვალ შეკრებისთვის ვემზადებით, გავაფრთხილებთ ივანიშვილს, თუ რა ელოდება 31-ში

28 ოქტ 202015:07
3 წუთის საკითხავი
clock 1248
rvlsauldkqqkzqq.jpeg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ხვალ, 29 ოქტომბერს თბილისში აქცია იგეგმება. ამაზე მან დღევანდელ ბრიიფნგზე განაცხადა. 

"ჩვენ ვემზადებით ხვალ შეკრებისთვის თბილისში, სადაც ყველა უსაფრთხოების ზომების დაცვით გავაფრთხილებთ ბიძინა ივალინიშვილს, თუ რა ელოდება 31 ოქტომბერს", - თქვა სალომე სამადაშვილმა.

მანამდე ის ქართული ოცნების ლიდერს, ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველო პარტია ასეთი განცხადებებით, წაგების მოლოდინში სახეს კარგავს. 

"საზოგადოებას მოვუწოდებ, არ მიაქციონ ყურადღება ამ განცხადებებს. დღეს ჩვენ გვაქვს ერთადერთი ამოცანა, რომ მშვიდად, უსაფრთხოების წესების დაცვით, პირბადეებით, საწერი კალმით მივიდეთ და გავაკეთოთ ის არჩევანი, რაც მისაღებია თქვენთვის", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ არჩევნებს მმართველი გუნდი დამაჯერებლად მოიგებს, ამის გამო კი ოპოზიცია დესტრუქცული ქმედებებისთვის ემზადება. ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, 28 ოქტომბერს, პარტიის ოფისში, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. 

კობახიძემ ამის მაგალითად აიპიემისთვის დაკვეთილი კვლევა მოიყვანა. მისი თქმით, კვლევის ანკეტაში მათ ჩაწერეს კითხვა - პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ და ამ კითხვის პასუხებში მოქალაქეებს, სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირების და შიმშილობის კვალდაკვალ, ასარჩევად შესთავაზეს "გამაოგნებული" პასუხები - სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება.

მისი მტკიცებით, ეს ნიშნავს, რომ 2016, 2018 და სხვა წლების მსგავსად, "რადიკალური ოპოზიცია" შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს, რაც "სრულიად გამაოგნებელი ფაქტია". 

მისივე განცხადებით, გარდა ამისა, აქვთ ინფორმაცია, რომ ნაციონალურ მოძრაობას ოფიციალური საარჩევნო შტაბის გარდა ე.წ. რევოლუციის შტაბი აქვს გახსნილი, რომელსაც ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს.


close დახურვა