logo
ENG



მოსყიდვის მცდელობა, ზეწოლა და შანტაჟი ამომრჩევლებზე - წინასაარჩევნო გარემო რეგიონებში

28 ოქტ 202021:05
3 წუთის საკითხავი
clock 927
l5l96a1oxz102rl.png

ზეწოლა და შანტაჟი მოქალაქეებზე ქართული ოცნების მხრიდან - რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები მათ 41 ნომრის შემოხაზვას აიძულებს. 

არის მოსყიდვის მცდელობებიც. 

ფორმულამ დღეს ოზურგეთში, ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში მოთავსებული, არჩევნებამდე ან არჩევნების დღეს დასარიგებელი პროდუქტი გადაიღო. 

კარტოფილი, ბრინჯი, ხახვი, ზეთი, შაქარი - სავარაუდოდ, ამ პროდუქტს დაურიგებენ ამომრჩეველს. თუმცა, თავად დარბაზის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ეს პროდუქტი საბავშვო ბაღებისთვისაა განკუთვნილი. 

წინასაარჩევნოდ პროდუქტების დარიგებას არ უარყოფენ კასპში. 

"ჩვენი გამგებელი ყოველთვის პატივსა გვცემს". - თქვა სოფელ ლამისყანის ერთ-ერთმა მცხოვრებმა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი სოფლების მცხოვრებლებს, მოსყიდვის მიზნით ღვინოს ურიგებს. 

გარდა ამისა, ადგილობრივების თქმით, არის ზეწოლის ფაქტებიც.

მაგალითად, მედიკო და ვაჟა ჩიხლაძეების ოჯახი ჩხოროწყუს ერთ-ერთი სოფლის გამგებელს, ზურაბ ჯიქიას ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც ამბობენ, ჯიქია დაემუქრა, რომ თუ ხმას ქართულ ოცნებას არ მისცემენ, ისინი სოციალურ დახმარებას და პენსიას დაკარგავდნენ. 

ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს ასევე აიძულებენ, კაბინიდან გახსნილი ბიულეტენებით გამოვიდნენ და აჩვენონ, რომ ხმა მმართველ გუნდს მისცენ. 


close დახურვა