logo
ENG



ტიკარაძე: მობილიზებულია 4 639 საწოლი, გვაქვს 6 616 ადგილის დამატების რესურსი

29 ოქტ 202011:14
3 წუთის საკითხავი
clock 1040

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთათვის მობილიზებულია 4 639 საწოლი.

ტიკარაძის თქმით, არსებობს რესურსი დამატებით 6 616 საწოლის მობილიზების რესურსი.

"კოვიდ დადებითი ახალი შემთხვევები ქვეყანაში გვაქვს დღეს 1 709. ამ ეტაპზე, ჰოსპიტლებში მკურნალობას გადის 4 209 პაციენტი. მობილიზებულია 4 639 საწოლი. იმ სავადმყოფოების ბაზაზე, რომელიც დღესდღეობით ჩართულია კოვიდპანდემიის ჩართვაში, ეს არის 57 საავადმყოფო, ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ დამატებით 6 616 ადგილს გავუკეთოთ მობილიზებულია", - აღნიშნა მინისტრმა. 

ტიკარაძის თქმით, ასევე, არსებობს გეგმა, რის შედეგადაც, კოვიდის სამკურნალო ცენტრად 15 საავადმყოფო გადაკეთდება და შესაბამისად, დამატებით 2 000-ზე მეტი საწოლი იქნება მობილიზებული.

29 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 20 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 2 075.

საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსი სულ 35 567 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 16 904, გარდაიცვალა - 273. 

 


close დახურვა