logo
ENG



გორთან მომხდარი ავარიის შედეგად კიდევ ერთი, მე-6 ადამიანი გარდაიცვალა

30 ოქტ 202010:17
3 წუთის საკითხავი
clock 3362

გორთან მომხდარ ავარიას კიდევ ერთი, მე-6 ადამიანი ემსხვერპლა. ის ავარიის შემდეგ, მძიმე დაზიანებებით გორის კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს. თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ავარია გორთან, დღეს 30 ოქტომბერს გამთენიისას მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე დაშავდა 11, ხოლო გარდაიცვალა 5 ადამიანი. თუმცა, მოგვიანებით, მსხვერპლი 6-მდე გაიზარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).


close დახურვა