logo
ENG



გორთან მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

30 ოქტ 202012:02
3 წუთის საკითხავი
clock 639
გორთან მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

გორთან მომხდარი ავტოავარიის შემთხვევასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა თურქეთის მოქალაქე დააპატიმრეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დღეს, 30 ოქტომბერს გამთენიისას თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა დაფი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით კი სამედიცინო დაწესებულებაში მეექვსე მგზავრიც დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


close დახურვა