logo

2020 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5 %-ით შემცირდა

30 ოქტ 202012:32
3 წუთის საკითხავი
clock 17 clock 153
o5gdcguklzbne9v.jpg

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ სექტემბერში 0.7% შეადგინა. 2020 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი -5% გამოვლინდა.

მათ შორის, წლის პირველ კვარტალში ზრდა 2.2% იყო, მეორე კვარტალში - 12.3%-იანი ვარდნა გამოვლინდა, მესამე კვარტალში კი - 3.8%-იანი კლება დაფიქსირდა. 

saqstati

რაც შეეხება კლების ტენდენციას, 2020 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კლება დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვების მიწოდება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

ზრდის ტენდენცია კი გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის, სამთო მოპოვებითი მრეწველობის, ვაჭრობის და საფინანსო საქმიანობის სექტორებში.



close დახურვა