logo
ENG



"ბევრჯერ ვთქვით, ივანიშვილის კოალიციას არ შევუქმნით" - რატომ არ შეუერთდა ლელო დეკლარაციას

30 ოქტ 202014:21
3 წუთის საკითხავი
clock 1547
07pzlo5mi2maosk.jpg

ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც არცერთი ოპოზიციური პარტია ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ შექმნის. დეკლარაციას ხელი არ მოაწერა "ლელო საქართველოსთვის". როგორც პარტიის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან სამუშიამ "ფორმულას" განუცხადა, ლელოს მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან კოალიციის შეკვრა გამორიცხულია.

სამუშიას თქმით, ყველაზე ნაკლები კითხვა ივანიშვილთან კოალიციის შექმნის თაობაზე სწორედ ლელოსთან უნდა ჰქონდეთ.

"არა ერთხელ გვითქვამს, რომ ივანიშვილს კოალიციას არ შევუქმნით. თუ ვინმესთან არ უნდა ჰქონდეთ ამაზე პრეტენზია, ეს ლელოა. ამ ეტაპზე, ამის თქმა შემიძლია", - განაცხადა სამუშიამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 31 ოქტომბერს გაიმართება. 


close დახურვა