logo
ENG



თურქეთში, ეგეოსის ზღვის სანაპირო ზოლზე 7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

30 ოქტ 202017:16
3 წუთის საკითხავი
clock 2467
uiodu4w5lk29e1r.jpg

თურქეთში, ეგეოსის ზღვის სანაპირო ზოლზე 7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, მიწისძვრა იმდენად მძლავრი იყო, რომ ბიძგები სტამბულსა და ათენშიც კი იგრძნობოდა. 

აქამდე არსებული ცნობებით, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ქალაქ იზმირის ამსახველი ფოტომასალა, სადაც მაღალი შენობები მიწისძვრის შედეგად მთლიანად ჩამოინგრა. 

ადგილობრივების ცნობით, მიწისძვრის დროს მცხოვრებლები შენობებიდან ქუჩაში გამოვარდნენ. 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალაც, რომელშიც მიწისძვრის შედეგად დაზარალებულები ნანგრევებში ნივთებს ეძებენ, თუმცა ვიედოს ნამდვილობის დადასტურება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. 


close დახურვა