logo
ENG



გლდანში შეკრებაზე ივანიშვილმა ამომრჩეველს ჯერ ჩანაწერით მიმართა, შემდეგ სცენაზე გამოვიდა

30 ოქტ 202020:39
3 წუთის საკითხავი
clock 4929

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, გლდანში ქართული ოცნების შემაჯამებელ ღონისძიებაზე პარტიის თავჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს ჯერ ვიდეოჩანაწერით მიმართა, შემდეგ კი რამდენიმე წუთით სცენაზე გამოვიდა.

"საქართველო მარადიულია, გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას, გაუმარჯოს თავისუფლებას, ჩვენ ერთად ვიმარჯვებთ, ერთად საქართველოს წარმატებისთვის",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სცენაზე გამოსვლისას.

აღსანიშნავია, რომ Edison Research-ის 25 აგვისტო - 7 სექტემბრის კვლევის მიხედვით, გლდანის ოლქში ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ნიკა მელია ლიდერობს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ხვალ, 31 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა