logo
ENG



კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

31 ოქტ 202013:06
3 წუთის საკითხავი
clock 2844
კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი, რომელიც საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვის სუნთქვაზე, კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია ფორმულას კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელიძემ დაუდასტურა. მისივე ცნობით, მოზარდი დღეს დილით გარდაიცვალა. 

31 ოქტომბრის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 22 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2 881 პირი. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 11 206 PCR ტესტი ჩატარდა.


close დახურვა