logo
ENG



სერბეთის პატრიარქს კორონავირუსი დაუდასტურდა

05 ნოე 202012:04
3 წუთის საკითხავი
clock 641
xn3ognlr034e6lt.jpg

სერბეთის მართმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ირინეოსს კორონავირუსი დაუდასტურდა. ირინეოსსი კოვიდ კლინიკაშია მოთავსებული.

სერბეთის მართმადიდებელი ეკლესიის ინფორმაციით, 90 წლის პატრიარქს PCR ტესტი ჩაუტარდა და კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ირინეოს ჯერჯერობით კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობს.

სერბეთის მართმადიდებელი ეკლესიის ინფორმაციით, 2 ნოემბერს ირინეოსი მიტროპოლიტ ამფილოჰიეს დაკრძალვას დაესწრო, რომელიც კორონავირუსისგან გარდაიცვალა. ეკლესიაში, სადაც მიტროპოლიტი იყო დასვენებული, ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, მათი უმრავლესობა არ იცავდა დისტანციას და არ ეკეთათ პირბადე. 


close დახურვა