logo
ENG



ბაიდენმა ნევადაც მოიგო, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს უკვე 290 დელეგატის ხმა აქვს

07 ნოე 202021:12
3 წუთის საკითხავი
clock 942
x881vxx1pr6v4ks.jpg

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნევადის შტატიც მოიგო. მას ამ დროის მონაცემებით უკვე 290 დელეგატის ხმა აქვს მოგროვებული. 

ბაიდენის გამარჯვება პენსილვანიის შტატის შედეგებმა რამდენიმე წუთის წინ გადაწყვიტა. შტატის 20 დელეგატის ხმის მიღების შემდეგ ბაიდენმა 270 ხმიანი მიჯნა გადალახა და ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

პენსილვანიის შტატი ერთერთი იყო იმ შტატებიდან, რომლის შემობრუნებაც ბაიდენს არჩევნებში გასამარჯვებლად სჭირდებოდა. ხმათა 99%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, აშკარა გახდა, რომ პენსილვანიის შტატი საბოლოოდ გალურჯდა. 

ბაიდენის გამარჯვება Guardian-ის, Foxnews-ის, Cnn-ის, BBC-ისა და სხვა არაერთი რესპექტაბელური მედიის გათვლით (projection) უკვე დადასტურდა. 

ბაიდენის კონკურენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი უკვე რამდენიმე დღეა საჯაროდ აცხადებს, რომ სხვადასხვა შტატის შედეგების გასაჩივრებას გეგმავს, თუმცა ყველა სამართლებრივი პროცედურის გათვალისწინებით, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს უნდა შედგეს. 

ბაიდენი (78 წლის) ინაუგურაციის დღეს ამერიკის ყველაზე მხცოვანი პრეზიდენტი იქნება, კამალა ჰარისი კი აშშ-ის პირველი ქალი და პირველი შავკანიანი ვიცეპრეზიდენტი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ 28 წლის შემდეგ პირველად ამერიკელმა ხალხმა ქვეყნის პრეზიდენტი პირველი ვადის გასვლის შემდეგ გადაირჩია. ბოლო ასეთი შემთხვევა 1992 წელს მოხდა, როდესაც უფროსი ჯორჯ ბუში დემოკრატ ბილ კლინტონთან პირველი ვადის გასვლის შემდეგ დამარცხდა. 

 


close დახურვა