logo
ENG



ჯო ბაიდენის და კამალა ჰარისის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება

08 ნოე 202012:46
3 წუთის საკითხავი
clock 1619

ჯო ბაიჯენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად 20 იანვარს გახდება. ამავე დღეს ჩატარდება პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის ინაუგურაციაც.

ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის მიხედვით, 19 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგია ხმას მისცემს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურებს, 6 იანვარს კი კონგრესის სხდომაზე ხმების დათვლის პროცედურა ჩატარდება.

თუმცა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადებას აპროტესტებს და შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. ტრამპი აცხადებს, რომ რამდენიმე შტატში მისი კამპანიის კანონიერი წარმომადგენლები ხმის დათვლის პროცესს არ დაასწრეს, შესაბამისად, მისი შეფასებით, დამდგარი შედეგი გაყალბებული და დამუშავებული ხმების დათვლის შედეგადაა მიღებული. 

აღსანიშნავია, რომ მას გარკვეული სამართლებრივი ვალდებულებები აქვს. კერძოდ, ახალი პრეზიდენტის პირობებში თავის ადმინისტრაციას უნდა მისცეს ლოჯისტიკური მომზადების უფლება.

ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად გუშინ, 7 ნოემბერს გამოცხადდა. მან, საბოლოო ანგარიშით, 284 დელეგატის ხმა დააგროვა. ბაიდენის გამარჯვება საბოლოოდ პენსილვანიის შტატმა გადაწყვიტა, ბაიდენმა ტრამპს შტატში 34 000 ხმით მოუგო. 


close დახურვა