logo
ENG



ოპოზიცია მეორე ტურის დროს რუსთაველიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს შეკრავს

09 ნოე 202020:49
3 წუთის საკითხავი
clock 1078
ოპოზიცია მეორე ტურის დროს რუსთაველიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს შეკრავს

ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის ნიკა მელიას ინფორმაციით, 21 ნოემბერს, მეორე ტურის დღეს ოპოზიცია რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს შეკრავს. 

"მაშინ, როდესაც მთელი ქართული ოცნება ადმინისტრაციული რესურსის მიყვანით დაკავდება, ჩვენ გამოვიდეთ მშვიდობიანად და ცოცხალ ჯაჭვში ჩავდგეთ. ამით დაინახოს მსოფლიომ, რომ ხალხი დგას გარეთ, ხალხი აპროტესტებს და ქართული ოცნება ძალდატანებით საჯარო მოხელეებს მიერეკებიან არჩევნებზე. იმაზე მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს, ვიდრე მიმსვლელი იქნება არჩევნებზე", - თქვა მელიამ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მეორე ტური 14 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.


close დახურვა