logo
ENG



შსს: თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დავაკავეთ

18 ნოე 202009:59
3 წუთის საკითხავი
clock 280
შსს: თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1992 წელს დაბადებული პირი თანასოფლელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 14 ნოემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, თავის საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა თანასოფლელი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 


close დახურვა