logo
ENG



მთავრობის ადმინისტრაციაში გახარია პომპეოს ხვდება

18 ნოე 202010:09
3 წუთის საკითხავი
clock 518

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვედრა მიმდინარეობს. მანამდე პომპეო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

კანცელარიაში შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი, აშშ-ში საქართველოს ელჩი, ასევე, საქართველოში აშშ-ს ელჩი ესწრებიან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარებს, სავარაუდოდ, მინისტრი დავით ზალკალიანი და ელჩი დავით ბაქრაძე გააკეთებენ. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

ამ შეხვედრის შემდეგ პომპეო პატრიარქს, შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

პომპეო საქართველოს გუშინ, 17 ნოემბერს ეწვია. 


close დახურვა