logo
ENG



საელჩო: პომპეო სამოქალაქო სექტორს სასამართლო რეფორმაზე საუბრისთვის შეხვდა

18 ნოე 202012:52
3 წუთის საკითხავი
clock 831
2020/11/18/3q4g4grsqftyk27.jpg

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა სასამართლოს რეფორმის თაობაზე ისაუბრეს - ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

როგორც საელჩოს განცხადებაში წერია, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით, თუმცა, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

"სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში. თუმცა, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად. შეხვედრაში ჩართული იყო საქართველოში მოღვაწე მრავალი პროფესიონალური არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი, მათ შორის: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო საქართველოში გუშინ, 17 ნოემბერს ჩამოვიდა. პომპეო საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერს გიორგი გახარიას, პატრიარქს ილია II-სა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრები მედიისთვის დახურული იყო. პომპეომ საქართველო უკვე დატოვა.

პარალელურად, ოპოზიცია და აქტივისტები რამდენიმე ლოკაციაზე მდუმარე აქციას მართავდნენ.


close დახურვა