logo
ENG

მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა

18 ნოე 202013:02
3 წუთის საკითხავი
clock 301

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი დასრულდა. მან ქვეყანა უკვე დატოვა.

პომპეომ ვიზიტები გამართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან, პატრიარქ ილია მეორესთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

პომპეოს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, ყველა შეხვედრა დახურული იყო.

პომპეოს ვიზიტის პარალელურად ოპოზიციის წევრებმა, მათმა მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა მდუმარე აქციები გამართეს მესიჯით - არჩევნები გაყალბებულია.

პომპეო საქართველოს გუშინ, 17 ნოემბერს ეწვია.

close დახურვა