logo
ENG



შსს: ვამხილეთ პირი, რომელმაც ბათუმში ენმ-ის ოფისს ქვა ესროლა და მინა დააზიანა

19 ნოე 202015:41
3 წუთის საკითხავი
clock 753
2020/11/19/tzdpmbsop76ygrl.jpeg

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის შენობის გარე ფასადის დაზიანების ფაქტზე 1972 წელს დაბადებული ბ.წ. ამხილეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.წ.-მ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ხსენებულ შენობას ქვა ესროლა და გარე ფასადის მინა დააზიანა.

"ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დაზიანებული მინის ღირებულება შეადგენს 145 ლარს. მხილებული პირი ჩადენილ ქმედებას აღიარებს.

სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, შეთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბათუმში,  მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ამავე დღეს თავდს დაესხნენ ენმ-ის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა მელიას ოფისს.


close დახურვა