logo
ENG



წერეთელზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული - სავარაუდოდ მიკროსაფინანსოს თავს დაესხნენ

20 ნოე 202016:50
3 წუთის საკითხავი
clock 2416
წერეთელზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული - სავარაუდოდ მიკროსაფინანსოს თავს დაესხნენ

თბილისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრობიზნეს კაპიტალთან" დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან. სავარაუდოდ, ტარდება სპეცოპერაცია. ადგილზეა საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძეც. ჯერჯერობით დაუდგენელია, რა მიზეზით არის მობილიზებული პოლიცია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში თავდამსხმელია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, არიან მძევლებიც. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ფორმულას უთხრეს, რომ ინფორმაციას ჯერ კიდევ აზუსტებენ. 

 


close დახურვა