logo
ENG



მიკროსაფინანსო ორგანიზაცია: თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უპირველესი ამოცანაა

20 ნოე 202017:41
3 წუთის საკითხავი
clock 1067
2020/11/20/fijhxytojeykfz2.jpg

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი, განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია შსს-ს მითითებით მოქმედებს.

"გვინდა გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად.

ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს. შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება "ემბისი"-ს უპირველესი ამოცანაა", - წერია  განცხადებაში.

თბილისში წერეთლის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრობიზნესკაპიტალის შენობაში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი.  საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის ცნობით, თავდამსხმელს 9 მძევალი ჰყავს აყვანილი. 

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.


close დახურვა